top of page
GHP logo.jpg

ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერ - GHP

შპს „ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერ“ (GHP) არის ჰიდროელექტროსადგურების დამპროექტებელი და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც დაფუძნდა 2001 წელს და შემოიკრიფა დარგის წამყვანი სპეციალისტები. მათ გააჩნიათ მდიდარი გამოცდილება სამდინარო ნაგებობებისა და ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობის კვლევისა და პროექტირების საქმეში.

 

აღწერა

GHP ნამუშევარი  აქვს ისეთ ჰესებზე, როგორიცაა ონი ჰესი, ზედა ბჟუჟა ჰესი, აკავრეთა ჰესი, უბისა ჰესი, მაგანა ჰესი, ლენტეხი ჰესი, ალაზანი 1 ჰესი, რიცეულა ჰესი, ბახვი 2,3 ჰესი,  ტორზილა ჰესი, დვირულა ჰესი, ჯონოული ჰესი, რაჩხა ჰესი,  და აშ. ამჟამად GHP დამუშავებული აქვს შროშა ჰესი, უკანავა ჰესი, ბახვი 4, ბახვი 5, გუნდაური ჰესი, გვახა ჰესი, გომის თავი ჰესი, მაკვანეთი 1 ჰესი, მაკავნეთი 2 ჰესი და ხოფური ჰესის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის წინარე კვლევები და შეტანილი აქვს განაცხადი ეკონომიკის სამინისტროში მემორანდუმის გაფორმების მიზნით. (მაკვანეთი 1, მაკავნეთი 2 და ხოფური ჰესებზე უკვე გაფორმებულია მემორანდუმი)

ძირითადი საქმიანობა

  • ჰიდროელექტროსადგურების დიზაინი

  • ჰესების აღჭურვილობის მიწოდება, მონტაჟი, გააქტიურება

  • ჰესების რეაბილიტაცია, შეკეთება, მშენებლობა

  • ჰესების დეტალური დიზაინი

  • ტოპოგრაფიული, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური გამოკვლევები და გარემოსდაცვითი გამოკვლევები

  • ქვესადგურების და გადამცემი ხაზების პროექტირება, მონტაჟი, გააქტიურება

  • ტექნიკური კონსულტაცია

bottom of page