top of page
Screenshot 2021-06-06 at 22.01.56.png

Georgian Water and Power

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე. კომპანია  თბილისისა და ქალაქ მცხეთის მოსახლეობას, სახელმწიფო დაწესებულებებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფს.

 
 
 
 

აღწერა

თბილისისა და ქალაქ მცხეთის წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებაზე  კომპანიის 3000-ზე მეტი თანამშრომელი ზრუნავს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 510 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება, მათ შორის 480 000-ზე მეტი საყოფაცხოვრებო და 30 000-ზე მეტი არასაყოფაცხოვრებო აბონენტია. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყლის რესურსებს ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი გზით მოიპოვებს, ქმნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტს – მაღალი ხარისხის სასმელ წყალს, ახდენს მის ტრანსპორტირებასა და მომხმარებლისთვის 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას. კომპანია ასევე წყალარინების მომსახურებას ეწევა.

 
 

საქმიანობა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ენერგეტიკის მიმართულებითაც საქმიანობს. ელექტროენერგიის წარმოება ჟინვალჰესზე, თეთრიხევიჰესზე და ბოდორნაჰესზე ხდება. ჰესები საქართველოს ერთიან ელექტროსისტემაშია ჩართული, გამომუშავებული ელექტროენერგია წყალმომარაგების ობიექტების ფუნქციონირებას ხმარდება.

 
 
bottom of page