top of page

აზერბაიჯანში 230 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური აშენდება



აზერბაიჯანში 230 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური აშენდება. პროექტის, რომლის საინვესტიციო ღირებულება 21.4 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული კომპანია Masdar-ის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტსა და სახელმწიფოს შორის 23-წლიანი პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა.


აზერბაიჯანი 2030 წლისთვის ელექტროენერგიის 30%-ის გენერირებას განახლებადი ენერგიის წყაროებით გეგმავს. დღეისათვის ქვეყნის ენერგომომარაგება ძირითადად დამოკიდებულია წიაღისეულ საწვავსა და ბუნებრივ გაზზე მომუშავე სადგურებზე. მზის სადგურის ამუშავებით კი აზერბაიჯანი ყოველწლიურად 558 გგვტ/სთ სუფთა ენერგიას მიიღებს, რაც ქვეყანას 265 000 ტონა სათბური აირების ემისიის შემცირებაში დაეხმარება.


მზის სადგურის მშენებლობა აზერბაიჯანის მიერ განახლებადი ენერგიის განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. პროექტი საფუძველს ჩაუყრის კერძო სექტორის მიერ მწვანე ენერგიის განვითარებაში მეტი ინვესიტიციის განხორციელებას, რაც ქვეყნის მთავრობას დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევაში დაეხმარება.


Comments


bottom of page