
გასულ კვირას დანიაში ქარის ელექტროსადგურების გამომუშავებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
ქვეყანაში ქარი 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით ქროდა. შედეგად, ქარის ენერგიამ 5 დღის განმავლობაში სრულად დაფარა დანიის ელექტროენერგიაზე მოთხოვნა. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო 15 იანვარი - ამ დღეს ქარის ტურბინების მიერ გამომუშავებუმა ენერგიამ მოთხოვნა 138%-ით დააკმაყოფილა.
დანიამ ქარის ენერგიის განვითარება 1977 წელს დაიწყო. 2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 6271 ქარის ტურბინა ოპერირებს. აქტიური ტურბინების 10% ოფშორულია. ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 7000 მგვტ-ს აღწევს.
დანიაში ქარის ენერგიის წილმა 2021 წელს 43.8% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ცვალებადი ენერგია უმეტესწილად ბიოენერგიით და არაგანახლებადი ენერგიით არის დაბალანსებული.
2030 წლისთვის დანია ქარის ენერგიის წილის 55%-მდე გაზრდას გეგმავს.
დანიაში ქარის ენერგიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს
Comments