
დიდ ბრიტანეთში, იორკშირის სანაპიროდან 88.5 კმ-ის მოშორებით, მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ოფშორული ქარის სადგური ექსპლუატაციაში შევიდა.
ქარის სადგური Hornsea 2 ელექტროენერგიით 1.3 მილიონ ოჯახს მოამარაგებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სადგურს მანჩესტერის ზომის ქალაქის ენერგომოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შეუძლია. პროექტის განხორციელებას 5 წელი დასჭირდა.
10 წლის წინ განახლებად ენერგიაზე დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მხოლოდ 11% მოდიოდა, 2021 წლისთვის კი ამ მაჩვენებელმა 40%-ს მიაღწია. ამჟამად ქვეყნის განახლებადი ენერგიის ყველაზე დიდი კომპონენტი სწორედ ოფშორული ქარის ენერგიაა.
წყარო: https://bbc.in/3Rdc1Ra
Comentários