ევროკავშირი ტაჯიკეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაშხლის მქონე როგუნის ჰიდროელექტროსადგურის პროექტში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
სადგურის დადგმული სიმძლავრე 3.6 გგვტ იქნება. პროექტი, რომლის სრული ღირებულება 8 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს, 335 მეტრის სიმაღლის კაშხლის მშენებლობას გულისხმობს.
ჰესის მშენებლობა ტაჯიკეთმა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. ქვეყნის მთავრობამ პროექტის განხორციელებაზე 3 მილიარდი აშშ დოლარი უკვე დახარჯა. ტაჯიკეთმა მშენებლობის დასასრულებლად ფინანსური და ტექნოლოგიური მხარდაჭერის თხოვნით ევროკავშირს მიმართა.
როგუნის ჰესი ტაჯიკეთს შესაძლებლობას მისცემს სრულად შეავსოს საკუთარი ენერგოდეფიციტი და ამასთანავე ელექტროენერგია მეზობელ ქვეყნებში - უზბეკეთსა და ყაზახეთში ექსპორტზე გაიტანოს. ევროკავშირის მიერ პროექტის დაფინანსება სწორედ ამ ქვეყნების რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.
წყარო: https://bit.ly/3ORW8h1
Comments