top of page

ენერგეტიკის რეგულირების მე-8 მსოფლიო ფორუმი

GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ პერუში გამართულ ენერგეტიკის რეგულირების მე-8 მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.


საპანელო დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეებმა განახლებადი ენერგიის პოტენციალზე, ენერგეტიკის მარეგულირებლების როლსა და კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, შეხვედრაზე ასევე განიხილეს სხვადასხვა მარეგულირებელი სქემები.


ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER), ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი (WFER) 2000 წლიდან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. წამყვანი საერთაშორისო კონფერენცია აერთიანებს ენერგეტიკის ინდუსტრიის მაღალი რანგის წარმომადგენლებს, მარეგულირებლებსა და ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან. 2026 წელს ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმს საქართველო უმასპინძლებს. ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო იქნება.


Comments


bottom of page