ინდონეზიაში ცირატას ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავის ზედაპირზე მსოფლიოში ყველაზე დიდი 145 მგვტ სიმძლავრის მოტივტივე მზის სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, ჰიდროენერგია და მოტივტივე მზის პროექტები ნულოვანი ემისიების სტრატეგიის ხერხემალი და ამასთანავე ინდონეზიაში სტაბილური ელექტროენერგიის გარანტი იქნება.
ქვეყანამ შეიმუშავა მოტივტივე სადგურების (floating hydro) პროგრამა, რაც ინდონეზიაში არსებულ ყველა წყალსაცავზე მზის პანელების დამონტაჟებას გულისხმობს. პროგრამის ფარგლებში, ინდონეზიას 28 გგვტ ელექტროენერგიის ათვისების პოტენციალი აქვს.
წყარო: https://bit.ly/3oGMFyu
Comentários