top of page

კალიფორნიის შტატი 100%-ით განახლებადი ენერგიით მომარაგდა


2022 წლის 30 აპრილს, ისტორიაში პირველად, კალიფორნიის შტატი 100%-ით განახლებადი ენერგიით მომარაგდა.


დღის 14:50-ზე მთლიანი შტატის ენერგომოთხოვნამ 18,672 მგვტ შეადგინა, რომლის 99.87% განახლებადი ენერგიით დაკმაყოფილდა. გენერირებული ელექტროენერგიის ორი მესამედი (12,391 მგვტ) მზის ენერგიით იყო უზრუნველყოფილი, ხოლო დარჩენილი - ქარის, გეოთერმული და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებით.


სენატის 2018 წლის გადაწყვეტილებით (“The 100 Percent Clean Energy Act of 2018”), ამერიკის შეერთებული შტატები 2030 წლისთვის 60%-ით, ხოლო 2045 წლისთვის 100%-ით სუფთა ენერგიით მომარაგდება.


Comments


bottom of page