
მსოფლიოში პირველი კომბინირებული ელექტროსადგური, რომელიც ორ სუფთა ენერგიას, მზის და ჰიდრო რესურსს აერთიანებს, პორტუგალიაში, ვილა რეალის რეგიონში მდებარეობს. სადგური წელიწადში საშუალოდ 100 სახლისთვის საკმარის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
2017 წელს, კომპანია Ciel & Terre International-მა 840 ცალი მზის მცურავი პანელი დაამონტაჟა Alto Rabagao-ს კაშხალზე, რამაც არა მხოლოდ გაზარდა სიმძლავრე 220 კვტ-ით, არამედ შეამცირა ტალღების წარმოქმნა წყალსაცავში, რამაც ხელი შეუწყო კედლების ეროზიის მინიმუმამდე დაყვანასა და წყალმცენარეების დაგროვების შემცირებას.
C&T-ის შეფასებით, თუ მსოფლიოს 50 დიდი კაშხლიდან 10 პროცენტი მაინც იქნება აღჭურვილი მზის მცურავი პანელებით, შესაძლებელი იქნება დაახლოებით 400 გიგავატი მზის ელექტროენერგიის წარმოება.
წყარო: First power plant combining hydroelectricity and solar energy