top of page

პორტუგალიაში ევროპის ყველაზე დიდი მოტივტივე მზის სადგური ექსპლუატაციაში შევიდა



პორტუგალიაში ევროპის ყველაზე დიდი მოტივტივე მზის სადგური ექსპლუატაციაში შევიდა.


5 მგვტ დადგმული სიმძლავრის მზის სადგური დასავლეთ ევროპის ყველაზე დიდ ხელოვნურ ტბაზეა განთავსებული. სადგური 1200 მზის პანელს მოიცავს, რაც დაახლოებით 4 საფეხბურთო მოედნის ტოლფას ტერიტორიას იკავებს. მზის სადგური ელექტროენერგიით 1500 ოჯახს ამარაგებს.


პროექტი ქვეყნის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების გეგმის ნაწილია. ცნობისათვის, პორტუგალია რუსეთიდან იღებს წუაღისეულ საწვავს და ბუნებრივ აირს, რომლის ფასიც აგრესორმა ქვეყანამ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააძვირა.


მზის სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია პორტუგალიას 3-ჯერ იაფი უჯდება, ვიდრე რუსეთიდან იმპორტირებულ გაზზე მომაშავე სადგურზე გენერირებული ენერგია.


წყარო: https://bit.ly/3PVJMpl

Comments


გამოგვყევი

 
 
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Youtube

©

 

 ყველა უფლება დაცულია | საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია | 2021

 
bottom of page