“მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟის” პროფესიული კურსის პირველმა ნაკადმა სწავლა დაასრულა, მათ ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.
ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 15 ახალგაზრდამ მზის ფოტოელექტრული სისტემების დაპროექტება, მონტაჟი და ექსპლუატაცია სრულიად უფასოდ შეისწავლა.
კურსი 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟთან ერთად, მსმენელებს თეორიული კურსები განახლებადი ენერგიისა და გარემოსდაცვით საკითხებზეც ჩაუტარდათ, ხოლო პრაქტიკული სწავლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი/Georgian Technical University-ის FusionSolar ტექნოლოგიების ლაბორატორიაში და Helios Energy Georgia-ს მზის სადგურების სამშენებლო ობიექტებზე გაიარეს.
კურსი ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრისა და GREDA-ს თანამშრომლობით შეიქმნა.
Comments