top of page

რა სურს პუტინს ?!


ენერგეტიკის მნიშვნელობა რუსეთის გეოპოლიტიკურ და სამხედრო ოპერაციებში, ფარიდ ზაქარიას მოსაზრება და საქართველოს მდგომარეობა

სიენენის ცნობილი წამყვანი ფარიდ ზაქარია უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას აფასებს. მისი თქმით, ხელისფლებაში ყოფნის ოცზე მეტი წლის განმავლობაში პუტინი ნატოს გაფართოების ოთხ ტალღას მოესწრო. მისი სამხედრო აქტივობები მთელი ამ ხნის განმავლობაში კი უფრო რეაქცია იყო მიმდინარე მოვლენებზე და არა პროაქტიული ქმედებები. ასე მოხდა 2008 წელს, როდესაც რუსეთის რეაქცია მოჰყვა საქართველოს გადაწყვეტილებას სეპარატისტული პროვინციის, სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შესახებ. 2014 წელს უკრაინაში მაიდნის შედეგად პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი თანამდებობიდან გადადგა, რამაც რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრა გამოიწვია. სირიაშიც კი მისი სამხედრო ჩარევა ლიმიტირებული იყო.

ფარიდ ზაქარია ვარაუდობს, რომ პუტინს უკრაინის დასასახიჩრებლად მრავალი გზის გამონახვა შეუძლია, მოსკოვის ნატოსთან მოლაპარაკებების ჩავარდნის შემთხვევაში, რუსეთმა შესაძლოა აღიაროს აღმოსავლეთ უკრაინის ორი პროვინცია დონეცკი და ლუგანსკი, სადაც სეპარატისტებმა უკვე გამოაცხადეს სახალხო რესპუბლიკები. იგივე მიდგომა მოსკოვმა საქართველოსთან მიმართებაში უკვე გამოიყენა, როდესაც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

“რატომ აკეთებს ამას პუტინი ახლა? პუტინი ფიქრობს, რომ ახლა რუსეთის სიძლიერის მომენტი დგასა. იმ დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში მზარდი ენერგეტიკული კრიზისია, რუსეთი ცდილობს გააძლიეროს თავისი, როგორც ენერგეტიკული ზესახელმწიფოს პოზიცია. ენერგიის ფასები მთელ მსოფლიოში იზრდება, მაგრამ ყველაზე მკვეთრი ზრდა ევროპაშია. ევროპელთა უმეტესობის მიერ სახლების გასათბობად გამოყენებული ბუნებრივი აირის ფასი 2021 წელს 400%-ზე მეტით გაიზარდა. ამასთანავე, ბოლო წლებში ევროპის ქვეყნების უმეტესობა წყვეტს გაზის წარმოებას, იმის მიუხედავად, რომ მათ განახლებადი ენერგიის ისე გაზრდა არ შეუძლიათ, რომ მათი საშუალებით გაზზე მოთხოვნა მთლიანად აღმოიფხვრას.

შედეგად, ისინი რუსულ გაზზე კრიტიკულად დამოკიდებულები ხდებიან, უკრაინას კი, რომელიც ყოველწლიურად მის ქვეყანაში რუსული გაზის გასატარებლად, დაახლოებით 2,5 მილიარდ დოლარს იღებს, შესაძლოა ეს შემოსავალი შეუმცირდეს, თუ Nordstream 2-ის მილსადენი, რომელიც რუსული გაზის პირდაპირ გერმანიასა და ევროპაში ტრანზიტისთვისაა შექმნილი, სერტიფიცირებას მიიღებს. ამ პირობებში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა შეიძლება ევროპის 1970-იანი წლების ნავთობის კრიზისის მასშტაბის ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვიოს, რასაც არცერთი ევროპულ მთავრობა არ ისურვებს. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი არ არის ჩართული უგუნურ ავანტიურიზმში. ის რისკავს, მაგრამ თან ყურადღებით ითვლის მის სასარგებლოდ მიმართულ შესაძლებლობებს“ - ამბობს ფარიდ ზაქარია.

ევროპისა და უკრაინის მაგალითზე აუცილებელია გავითვალისწინოთ საქართველოს ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე. მკაფიოდ გაზრდილი ენეგომოხმარებისა და ახალი გენერაციის ობიექტების აუშენებლობის ფონზე, საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული ელ.ენერგიის წილი ყოველწლიურად იზრდება და 2021 წლის მონაცემებით ქვეყანაში მთლიანად იმპორტირებული ელ. ენერგიის 63%-ს შეადგენს, რაც ქვეყნისთვის საგანგაშო მაჩვენებელია და რუსეთს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული ექსპანსიის წარმოუდგენელ შესაძლებლობას აძლევს. ერთადერთი რეალური, გზა რითიც რუსეთისთვის ისეთი სერიოზული ბერკეტის, როგორიც ქვეყნის ელ.ენერგიით სტაბილურად მომარაგების კონტროლია, გადაცემას შეუშლის ხელს, საკუთარი ელექტრო სადგურების მშენებლობაა. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა საქართველოს განახლებადი, სუფთა რესურსების ათვისებით, არამარტო საკუთარი მოხმარების დაკმაყოფილება, არამედ ელ.ენერგიის მეზობელ ქვეყნებში გატანა და ნეტო ექსპორტიორის სტატუსის დაბრუნებაც შეუძლია.

Comments


bottom of page