top of page

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას ახალი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს



საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას (GREDA) ახალი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს. უცვლელი რჩება მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარე - განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების დეველოპერი, შპს „ენერჯი სოლუშენის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი გიორგი აბრამიშვილი.


ასოციაციის ახალი სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან:

  • ტარას ნიჟარაძე, შპს „ენერგო არაგვის“ დირექტორი;

  • ზაზა ბაკურაძე, შპს „ფერის“ ქარის ელექტროსადგურის პროექტის აღმასრულებელი დირექტორი;

  • ნანა ბერძენიშვილი, „კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის“ (CCEH) ESG მენეჯერი;

  • ნუკა მშვიდობაძე, "საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის" (GRPC) ფინანსური დირექტორი;

  • თორნიკე ჯავაშვილი, შპს „ფშაველას“ დირექტორი;

  • ლევან ვეფხვაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

„ამჟამად ენერგეტიკის სექტორში ბევრი ცვლილება ხორციელდება როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად, განახლებად ენერგიებს კი არნახული ყურადღება ეთმობა. ასეთ გარდამტეხ პერიოდში მნიშვნელოვანია, ჩვენმა ასოციაციამ მეტად ეფექტიანად იმუშავოს, რათა განახლებადი ენერგიების დარგში საქართველოში მოღვაწე ბიზნესებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა წევრებმა აირჩიეს კომპეტენტური, დარგის მცოდნე ადამიანებისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო. გვჯერა, რომ მათი ჩართულობით ჩვენი საქმიანობა უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს დარგს. წინ ბევრი საინტერესო და საჭირო საქმე გველის“- აღნიშნა GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა.


GREDA 2017 წელს USAID-ს ხელშეწყობით შვიდი დამფუძნებელი წევრის მიერ შეიქმნა, ხოლო სადღეისოდ უკვე 40-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.


Commentaires


bottom of page