ფინელმა მკვლევარებმა დაამონტაჟეს მსოფლიოში პირველი სრულად ფუნქციური “ქვიშის ბატარეა”, რომელსაც მწვანე ენერგიის თვეების განმავლობაში შენახვა შეუძლია.
დანადგარი, რომელიც 100 ტონა ქვიშით სავსე სილოსის საცავს წარმოადგნეს, მზისა და ქარის ჭარბი ენერგიის გამოყენებით ქვიშას 500 გრადუსამდე აცხელებს. აღნიშნულ მარაგს ფინეთში ზამთარში, როდესაც ელექტროენერგია ყველაზე ძვირია, საყოფაცხოვრებო სახლების გათბობა შეუძლია.
ფინეთი გაზს უმეტესწილად რუსეთიდან იღებს. სწორედ ამიტომ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ფინეთში მწვანე ენერგიას კიდევ უფრო დიდი ყურადღება ეთმობა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ფინეთს რუსეთთან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს. რამდენიმე დღის წინ, ქვეყნამ NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთის მხრიდან გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა მოჰყვა.
წყარო: https://bbc.in/3O66BoA
Comments