top of page

ჩინეთში მსოფლიოს ყველაზე მძლავრი ჰიბრიდული სადგური შენდება



ჩინეთში მსოფლიოს ყველაზე მძლავრი ჰიბრიდული სადგური შენდება, რომელიც 1 გგვტ სიმძლავრის მზის სადგურს 3 გგვტ სიმძლავრის მოქმედ ჰიდროელექტროსადგურთან დააკავშირებს. სადგური ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სიჩუანის პროვინციაში შენდება.


მზის სადგურის მშენებლობა, რომელიც განმახორციელებელ კომპანიას 791 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდება, 2023 წლის ბოლოს დასრულდება. სადგურს 2 მილიონი მზის პანელი და 5000-ზე მეტი ინვერტორი ექნება. ინფრასტრუქტურა 1.9 მეტრ სიმაღლეზე განთავსდება, რაც მიწის ნაკვეთის საძოვრად გამოყენებას ხელს არ შეუშლის.


ახლადაშენებულ მზის სადგურს მოქმედ ჰესთან გადამცემი ხაზებით დააკავშირებენ. ჰიდროელექტროსადგურს 6.56 მილიარდამდე კუბური მეტრი წყლის შენახვა შეუძლია.


წყარო: https://bit.ly/3RbxJVF

תגובות


bottom of page