ჩრდილოეთ ამერიკაში ჰიდროენერგია განახლებადი ენერგიის ყველაზე დიდი წყაროა
- Keti Kitiashvili
- Jan 16, 2023
- 1 min read

ჰიდროელექტროსადგურების მიერ გენერირებული ელექტროენერგია კანადაში მთლიანი წლიური გამომუშავების 60%-ს, ხოლო აშშ-ში 6%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მაჩვენებლები პროვინციებისა და შტატების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, კვებეკის პროვნციაში ელექტროენერგიის 94%-ს ჰიდროელექტროსადგურები უზრუნველყოფენ, ვაშინგტონის შტატში კი - 65%-ს.
ქარისა და მზის ენერგია ერთობლივად ორივე ქვეყანაში გენერირებული მთლიანი ელექტროენერგიის მხოლოდ მცირე წილს შეადგენენ. აღსანიშნავია, რომ მზის ენერგია არცერთ პროვინციაში ან შტატში ელექტროენერგიის ძირითად წყაროს არ წარმოადგენს. აიოვაში, კანზასში, ოკლაჰომაში და სამხრეთ დაკოტაში ელექტროენერგიის მთავარი წყარო ქარის ენერგიაა.
Comments