top of page

ჰიდრომააკუმულირებელ სადგურს შეუძლია დაზოგოს 700 მილიონი ფუნტი სისტემურ ხარჯებში


Imperial College London-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 4500 მეგავატი ახალი გრძელვადიანი მააკუმულირილებელი ჰიდრო საცავები 2050 წლისთვის წელიწადში ენერგეტიკული სისტემის ხარჯებს 690 მილიონ ფუნტით შეამცირებს.

90 გვტ.საათიანი ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის კვლევა ფოკუსირებულია შოტლანდიაში ახალი მააკუმურილებელი ჰიდროს საცავის უპირატესობებზე, როგორც გრძელვადიანი ენერგიის შენახვის ყველაზე დამკვიდრებულ ტექნოლოგიაზე. კვლევა ჩატარდა SSE Renewables-ის დაკვეთითა და Imperial Consultants-ის შესრულებით.

ხანგრძლივად ენერგიის შენახვის მთავარი უპირატესობა, მოკლე ხანგრძლივობის ბატარეებთან შედარებით, არის ის ფუნქცია, რომ მას შეუძლია მუდმივად დატენოს საცავი ჭარბი განახლებადი ენერგიებით და ასევე დაარეგულიროს მიწოდება და მოამარაგოს ქსელი რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში, როდესაც ქარისა და მზის სადგურების გამომუშავება დაბალი იქნება.

ოქტომბერში, SSE Renewables-მა მიიღო შესწორებული თანხმობა შოტლანდიის მთავრობისგან იმაზე, თუ რა იქნებოდა გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესი ჰიდრომააკუმულირებელი საცავის სქემა - Coire Glas, რომელიც მდებარეობს შოტლანდიის მაღალმთიანეთში, ლოხ ლოჩის მახლობლად. შემოთავაზებული 1.5GW (30GWh) Coire Glas-ის სქემა გააორმაგებს დიდ ბრიტანეთში არსებული ჰიდრომააკუმულირებელი საცავების საერთო მოცულობას.

Imperial-ის მკვლევარების მიერ, გორან შტრბაკის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ისეთი პროექტების საშუალებით, როგორიცაა Coire Glas, ენერგეტიკული სისტემის დაზოგვის 75% იქნება თავიდან აცილებული კაპიტალური დანახარჯი, ელექტროენერგიის უფრო ძვირადღირებული წარმოების ტექნოლოგიებთან შედარებით, რომლებიც სხვაგვარად იქნებოდა საჭირო გაერთიანებული სამეფოს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, 2050 წლისთვის უსაფრთხო მომარაგებით ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევისას.

მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად ყველა იმ სარგებლისა, რომელსაც მოიტანს ახალი მააკუმულირებელი ჰიდრო პროექტები, არსებული პოლიტიკითა და საბაზრო ჩარჩოთი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბევრ ახალ პროექტში ინვესტიციები გაიზარდოს, რადგან სატუმბი ჰიდრო საცავის ხანგრძლივობა და დაბალი რაოდენობით ნახშირბადის გამოყენება საკმარისად არ არის დაფასებული.

კვლევის საპასუხოდ, შოტლანდიის განახლებადი ენერგიის პოლიტიკის ხელმძღვანელმა კარა დალზიელმა თქვა: ”ეკონომიკურად ეფექტური ელექტროენერგიის შენახვას, სწორი მასშტაბით, აქვს პოტენციალი გაანეიტრალოს არატრადიციული განახლებადი ენერგიების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაკლი: რომ ისინი ვერ წარმოქმნიან ელ.ენერგიას, როდესაც მზე არ ანათებს ან ქარი არ უბერავს.

„ჩვენ უკვე ვიცით შენახვის ტექნოლოგიების მნიშვნელობა, როგორიცაა ჰიდრომააკუმულირებელი სადგური, ქსელის ელასტიურობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, დღევანდელი პუბლიკაცია ნათლად ასახავს შოტლანდიაში ახალი მააკუმულირებელი საცავის შემუშავების სარგებელს, 2050 წლისთვის ენერგოსისტემის წლიური ხარჯების მლნ.690 ფუნტამდე დაზოგვის პოტენციალით.


Comentários


bottom of page