2021 წლის 11 თვეში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა რეკორდულია 2006-2021 წლების პერი


ნოემბერში საქართველომ რეკორდული რაოდენობით ელექტროენერგია მოიხმარა

ესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ელექტროენერგიიის ოპერატიული ბალანსის შესახებ მონაცემების თანახმად, საქართველოში 2021 წლის ნოემბერში ელექტროენერგიის მოხმარებამ 1 247,690 მლნ კვტსთ შეადგინა, რაც 19,12%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის ნოემბერში იყო მოხმარებული.

ესკოს ვებგვერდზე ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ დაცული მონაცემების თანახმად, ნოემბრის თვის ელექტროენერგიის მოხმარება შეადგენდა:

2006 – 693,416 მლნ კვტსთ 2007 – 694,917 მლნ კვტსთ 2008 – 633,516 მლნ კვტსთ 2009 – 684,204 მლნ კვტსთ 2010 – 743,800 მლნ კვტსთ 2011 – 868,276 მლნ კვტსთ 2012 – 774,291 მლნ კვტსთ 2013 – 810,880 მლნ კვტსთ 2014 – 908,741 მლნ კვტსთ 2015 – 869,091 მლნ კვტსთ 2016 – 968,425 მლნ კვტსთ 2017 – 1 033,623 მლნ კვტსთ 2018 – 1 077,125 მლნ კვტ,სთ 2019 – 1 068,759 მლნ კვტ.სთ 2020 – 1 047,401 მლნ კვტსთ 2021 – 1 247,690 მლნ კვტსთ


2021 წლის იანვარ-ნოემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობამ შეადგინა 12 588,930 მლნ კვტსთ, რაც 15,09%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის იანვარ-ნოემბერში იყო მოხმარებული.

ესკოს ვებგვერდზე ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ დაცული მონაცემების თანახმად, იანვარ-ნოემბრის ელექტროენერგიის მოხმარება შეადგენდა:

2007 – 6 964,179 მლნ კვტსთ 2008 – 7 309,283 მლნ კვტსთ 2009 – 6 860,865 მლნ კვტსთ 2010 – 7 617,200 მლნ კვტსთ 2011 – 8 324,444 მლნ კვტსთ 2012 – 8 461,738 მლნ კვტსთ 2013 – 8 700,566 მლნ კვტსთ 2014 – 9 182,315 მლნ კვტსთ 2015 – 9 364,447 მლნ კვტსთ 2016 – 9 863,068 მლნ კვტსთ 2017 – 10 711,441 მლნ კვტსთ 2018 – 11 413,482 მლნ კვტსთ 2019 – 11 592,470 მლნ კვტსთ 2020 – 10 938,344 მლნ კვტსთ 2021 – 12 588,930 მლნ კვტსთ


ესკოს ვებ გვერდზე იმპორტ-ექსპორტის შესახებ არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, 01.11-23.11 პერიოდის განმავლობაში საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებულია 62,79 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია. მათ შორის, რუსეთიდან 47.54 მლნ კვტ.სთ, ხოლო აზერბაიჯანიდან 15,25 მლნ კვტ.სთ. საქართველოდან ექსპორტირებული (სომხეთში) ელექტროენერგიის მოცულობამ კი 8,42 მლნ კვტ,სთ შეადგინა.


სულ მიმდინარე წლის 23 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში იმპორტირებულია 1 787,3 მლნ კვტ.სთ ელეტროენერგია. მათ შორის, რუსეთიდან 1 105,1 მლნ კვტ.სთ, აზერბაიჯანიდან – 521,0 მლნ კვტ.სთ, თურქეთიდან კი – 161,2 მლნ კვტ,სთ

ცნობისთვის, 1989 წელს საქართველო გამოიმუშავებდა 14,5 მლრდ კვტ.საათ ელექტროენერგიას, ხოლო 4,5 მლრდ კვტ.სთ სხვა რესპუბლიკებიდან შემოქონდა.