ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) უახლეს ანგარიშში მოცემული პროგნოზით, 2030 წლისთვის ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გლობალურად 25-30%-ით (5900-7000 ტვტ.სთ-ით) გაიზრდება.
მოწინავე ქვეყნებში, გაზრდილი ენერგომოხმარების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტზე მოდის. პროგნოზის მიხედვით, მაშინ როცა ელექტროავტომობილების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების წილი 2021 წელს 8% იყო, 2030 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 50%-მდე გაიზარდება.
განვითარებად ქვეყნებში ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდის მიზეზები მოსახლეობის მატება და გათბობისა და გაგრილების სისტემებზე მოთხოვნის ზრდაა. მაგალითად, მოცემული პროგნოზით, 2030 წლისთვის ჩინეთში 40%-ით გაიზრდება კონდინციონერის მფლობელთა რიცხვი.
იხილეთ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიში სრულად: https://iea.li/3W0wv2e
Yorumlar