top of page

GREDA ლოპოტა 1 ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს



საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ GREDA-ს წევრი შპს „დეკას“ შვილობილი კომპანია თელავისმუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში 5.9 მგვტ სიმძლავრის ლოპოტა 1 ჰესის პროექტს ახორციელებს.


პროექტის განსახორციელებლად კომპანიამ ყველა საჭირო კვლევა ჩაატარა და სანებართვო პროცესისრულად გაიარა, რის შედეგადაც 2018 წელს სამშენებლო ნებართვა მოიპოვა.


მიუხედავად ამისა, ამ მცირე ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ვრცელდებადეზინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობაში მშენებლობის მიმართ პროტესტის გასაღვივებლად.


ზოგადადაც, ბოლო წლებში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შეფერხების/შეჩერების მიზნითფაქტებით მანიპულირებისა და ცილისწამების შემთხვევები სამწუხაროდ, ძალიან მომრავლდა.


განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია უკვე ორი წელია, აკვირდება ლოპოტა ჰესის ირგვლივმიმდინარე მოვლენებს, მოსახლეობასთან კომუნიკაციის პროცესსა და გამოთქმული პრეტენზიებისრელევანტურობის საკითხს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გვსურს მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადოთ, რომ GREDA სრულად უჭერს მხარს ლოპოტა ჰესის მშენებელ კომპანიას მის საქმიანობასა და უფლებებისდაცვაში.


კომპანია "დეკა" მზადყოფნას გამოთქვამს, პროექტთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე ნებისმიერმსურველს ესაუბროს და კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცეს.


GREDA მიესალმება სახელმწიფოს მხრიდან ენერგოსექტორის მიმართ უაღრესად პოზიტიური განწყობისდაფიქსირებას და მზადყოფნას კომპანიის უფლებების დასაცავად.


გვსურს ასევე, შევახსენოთ საზოგადოებას, რომ განახლებადი ენერგიის სადგურების მშენებლობის სისტემატურმა შეფერხებამ შეიძლება, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და შეანელოს ენერგეტიკის განვითარება, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ამჟამინდელ რთულ ხანაში.


სამწუხაროდ, სადღეისოდ საქართველო მზარდი ენერგოდეფიციტის პრობლემის წინაშეა და ამ ფონზე საკუთარი ენერგეტიკული რესურსების არგამოყენებამ შესაძლოა, უახლოეს მომავალში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. 2021 წელს ელექტროენერგიის მთლიანი მოხმარების 17% იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე მომუშავე თბოსადგურებით დაკმაყოფილდა, ხოლო 15% - მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით. აღნიშნულ პირობებში, მით უფრო მიმდინარე გეოპოლიტუკური მოვლენებისა და გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად დაუშვებელია საკუთარი განახლებადი, მწვანე ენერგიის რესურსის ათვისებაზე უარის თქმა.


Comments


bottom of page