2023 წლის 15 მარტს, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების
ასოციაციამ ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრთან და კომპანია ჰელიოს
ენერჯისთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს “მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟის”პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობას, ობიექტებზე პრაქტიკული სწავლების
უზრუნველყოფას, სასწავლო ექსკურსიების ორგანიზებასა და ჩატარებას.
კურსი ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრისა და GREDA-ს თანამშრომლობით
შეიქმნა. პროგრამის პირველი ჯგუფში ჭიათურასა და ზესტაფონში მცხოვრები 15
ახალგაზრდაა, რომლებიც სრულიად უფასოდ სწავლობენ მზის
ფოტოელექტრული სისტემების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლუატაციას.
Comments