top of page

GREDA-სა და სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა



GREDA-სა და სემეკთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმს ხელი მოაწერეს GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა და სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ.


მემორანდუმი მიზნად ისახავს განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული კვლევითი და სხვა სახის პროექტების განხორციელებას, განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ საგანმანათლებლო-სასწავლო კურსებისა და პროექტების, ერთობლივი ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას.


„სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან მემორანდუმის გაფორმება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული თანამშრომლობის დასაწყისს აღნიშნავს. 2022 წელს, ჩვენმა ასოციაციამ არაერთი ინიციატივა წამოიწყო ცნობიერების ამაღლების, განათლებისა და პროფესიული განათლების სფეროში. ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ენერგეტიკის დარგში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მოსახლეობაში ცნობიერების დაბალი დონეა, ასევე ვთანხმდებით იმაზეც, რომ დღეს არსებული კადრების დეფიციტი, ხვალ უფრო გამწვავდება. ზუსტად ამ გამოწვევებს პასუხობს ის ინიციატივები და პროექტები, რომლებიც GREDA-მ 2022 წელს დაიწყო და უფრო აქტიურად გააგრძელებს 2023 წელსაც,“- განაცხადა GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა.










Comentarios


bottom of page