საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციამ (GREDA) დღეს, საელჩოების, საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. სადაც, საერთაშორისო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს.
საბჭოს მიზანია საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი დარგის, ენერგეტიკის, საკითხების განხილვა და მუდმივი მონიტორინგი.
„GREDA-მ დაიწყო აქტიური კომუნიკაცია ჩვენს სფეროში არსებულ გამოწვევებზე რადგან მიგვაჩნია, რომ საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები სრულად უნდა იყვნენ ინფორმირებული, თუ რამდენად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას დარგი. მოგეხსენებათ, დღესდღეობით საქართველოში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ხშირ შემთხვევაში კი ვხედავთ მიზანმიმართულ საწინააღმდეგო კამპანიებს. ჰესების მშენებლობის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესია კვლევების ნაწილი, სწორედ ამ ნაწილის მიმართ არის ყველაზე დიდი საზოგადოებრივი ინტერესი. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, რომლებთაც მისიებში ეკოლოგიასა და მწვანე მიმართულებას პრიორიტეტული ადგილი უკავია. აქედან გამომდინარე გვსურს გავააქტიუროთ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა, გავიზიაროთ თქვენი გამოცდილება, როგორც საზოგადეობასთან სწორი კომუნიკაციის ნაწილში, ასევე პროექტზე კვლევების ჩატარების განხრით”, – განაცხადა GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა.
Comments