top of page

GREDA-ს საკანონმდებლო ინიციატივა



„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ (GREDA) მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, განახლებადი ენერგიის სადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის მნიშვნელოვანი წილი ადგილობრივ თემებში გადანაწილდება.


GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა საკანონმდებლო ინიციატივაზე განახლებადი ენერგიის ინვესტიციების საკითხისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამამ საქართველოში“ უმასპინძლა. ღონისძიებას ენერგეტიკის სექტორის დაინტერესებული მხარეები - დეველოპერები, ინვესტორები, სამთავრობო უწყებები, საელჩოები, საერთაშორისო და ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



„კანონპროექტზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შინაარსი დიდწილად ეფუძნება ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგიის დირექტორატის (NVE) მიერ განხორციელებულ კვლევას, რომლის თანახმად, განახლებადი ენერგიის სადგურების მშენებლობისას არსებული სოციალური საკითხების დარეგულირების ერთ-ერთი წარმატებული მექანიზმი სწორედ ქონების გადასახადის ადგილობრივ თემებში გადანაწილება შეიძლება, იყოს. იგივე მოდელი მოქმედებს ნორვეგიაშიც, სადაც განახლებადი ენერგიის სადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადი მთლიანად ადგილობრივ ბიუჯეტებს ხმარდება. მსგავსი კანონის არსებობის შემთხვევაში ჩვენ ასევე მივიღებთ მეტად პროგნოზირებად და სტაბილურ საინვესტიციო გარემოს, რაც დადებითად აისახება, მათ შორის, სექტორში უცხოეური ინვესტიციების მოზიდვაზე," - აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.


მისივე თქმით, დოკუმენტის სამუშაო ვერსია მზადაა და ამჟამად შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

Comentarios


bottom of page