ჩვენი გუნდი

 

გაეცანი ჩვენი გუნდის წევრებს

 
გიორგი აბრამიშვილი : პორტრეტი.jpg

გიორგი აბრამიშვილი

აღმასრულებელი დირექტორი & გამგეობის თავჯდომარე

გიორგი აბრამიშვილი კერძო სექტორში 1998 წლიდან მოღვაწეობს, ხოლო ენერგეტიკის სფეროს 2012 წლიდან შეუერთდა.

 

2012-2014 წლებში, გიორგი „ნამახვანჰესის“ პროექტის გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა. სწორედ ამ პერიოდში, მისი ხელმძღვანელობით, განხორციელდა „ნამახვანჰესისთვის“ დამატებითი კვლევები და მოხდა პროექტის ოპტიმიზაცია, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რათა პროექტი გამხდარიყო ინვესტორებისთვის მიმზიდველი.

 

2014 წლიდან გიორგიმ დააფუძნა „ენერჯი სოლუშენი“, რომელიც გახლავთ დეველოპერული და საკონსულტაციო კომპანია ჰიდროენერგეტიკის სფეროში.

მისი ხელმძღვანელობით განვითარდა და აშენდა რამოდენიმე მცირე ჰესი, უკანასკნელი 2020 წელს ექსპლუატაციაში შევიდა, 16 მეგავატიანი ჰესი, სვანეთში. პროცესი მიმდინარეობდა საერთაშორისო ინვესტორების და საფინანსო ინსტიტუტების ჩარტულობით და ყველა მიმართულებით დასავლური მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით.

 

აგრეთვე გიორგი წამყვან პოზიციებს იკავებდა გარდაბნის თბოსადგურსა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში.

 

2012 წლამდე ჰოლანდიელ პარტნიორებთან ერთად, გიორგი წარმატებით ხელმძღვანელობდა დეველოპერულ კომპანიას, უძრავი ქონების მშენებლობის მიმართულებით -  Dutch House Georgia - DHG. ასევე, პროგრამებს სოფლის მეურნეობის განათლების განვითარების მიმართულებით,  გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის დაფინანსებით  - GIZ.

 

გიორგი აბრამიშვილი სწავლობდა გერმანიაში - University of Saarland. ამასთან ერთად, გიორგიმ, 2014 წელს კოლორადოს უნივერისტეტში საერთაშორისო ენერგეტიკის მენეჯმენტის კურსები გაიარა. იგი ასევე ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომს.

მარიამ ჩხიკვიშვილი : პორტრეტი.jpg

მარიამ ჩხიკვიშვილი

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

მარიამ ჩხიკვიშვილი „საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციას“ 2021 წელს, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე შემოუერთდა.

 

მანამდე, მარიამი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ PR მენეჯერი იყო. 2017-2019 წლებში, მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ქვეყნის ბრენდის განვითარების დეპარტამენტში. მისი ძირითადი საქმიანობა საერთაშორისო ფორუმების ორგანიზებასა და ქვეყნის ბრენდის ინდექსზე მუშაობას მოიცავდა. ამავე წლებში, მარიამი ჩართული იყო  ისეთი საერთაშორისო ფორუმების ორგანიზებაში, როგორებიცაა — „Belt and Road Forum”, „EuroDig 2018” და “Silk Road Forum”.

 

მარიამ ჩხიკვიშვილს მარკეტინგსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში 7-წლიანი გამოცდილება აქვს. სახელმწიფო ორგანიზაციების გარდა, მუშაობდა კერძო სექტორშიც.

მარიამმა 2016 წელს, ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მარკეტინგისა და ინტეგრირებული კომუნიკაციების მიმართულებით, მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. 2020 წელს, გაიარა Cornell University-ის სასერტიფიკატო პროგრამა კორპორატიული კომუნიკაციების მიმართულებით. ასევე, ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომს.

მატა გორდეზიანი

პროექტების კოორდინატორი

 

მატა გორდეზიანი GREDA-ს პროექტების კოორდინატორია. GREDA-ში გადმოსვლამდე, 2 წლის განმავლობაში, მუშაობდა სს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილ კომპანიაში — „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“.

2019 წელს, მატა „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაცას“

სტაჟიორის როლში შეუერთდა. 6-თვიანი სტაჟირების გავლის შემდეგ კი, ჰიდროენერგო დეპარტამენტში სპეციალისტის პოზიციაზე დაინიშნა. მის მოვალეობაში 8 მცირე ჰესის ექსპლუატაციის საკითხების უზრუნველყოფა და ახალი პროექტების განხორციელება შედიოდა.

2021 წლის მარტიდან, მატამ GREDA-ს პროექტების კოორდინატორის პოზიცია დაიკავა.

 

მან 2020 წელს მიიღო მაგისტრის წოდება ჰიდროენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის განხრით. იგი ასევე ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, ბაკალავრის ხარისხის დიპლომს.

 
მატა : პორტრეტი.jpg

ეკა კიკაძე

იურისტი

 

ეკა კიკაძე 2019 წლიდან მუშაობს „საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაში“, იურისტის პოზიციაზე.

 

ამავე წლიდან, პარალელურად, მუშაობს იურისტად „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტში“, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას და განხორციელებული აქვს 16 მგვტ დადგმული სიმძლავრის ლახამი 1 და ლახამი 2 ჰესების პროექტი.

 

 

2011-2019 წლებში, ეკა “დარიალი ენერჯი“-ში მუშაობდა. მისი საქმიანობა მოიცავდა კომპანიის იურიდიული საკითხების წარმართვასა და ზედამხედველობას. 2013-2019 წლებში კი, ეკა ამ ორგანიზაციის გარემოსდაცვით და სოციალურ დეპარტამენტსაც ზედამხედველობდა. სწორედ ამ პერიოდში მოიპოვა კომპანიამ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან ვერცხლის ჯილდო, საუკეთესო გარემოსდაცვითი და სოციალური პრაქტიკისათვის (EBRD Sustainability Award 2017).

 

2017-2019 წლებში, იურიდიულ კონსულტაციას უწევდა „ონი კასკადს“.

 

ეკა კიკაძეს ჰიდროენერგეტიკულ პროექტებში იურისტად მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს.

 

2008 წელს, მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დიპლომი, 2011 წელს კი, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით, მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. გარდა ამისა, 2018 წელს, გაიარა ჰარვარდის უნივერსიტეტის ონლაინ სწავლების სასერთიფიკატო კურსი სახელშეკრულებო ურთიერთობათა მიმართულებით.

 

ამავდროულად, 2013 წლიდან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია.

1 IMG_5285.jpg
ხატია : პორტრეტი.jpg

ხატია ბრეგვაძე

 

ადმინისტრაციის მენეჯერი

 

ხატია ბრეგვაძე ,,საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაში”, ადმინისტრაციის მენეჯერის პოზიციაზე, 2020 წლიდან მუშაობს.
 
პარალელურად, 2019 წლიდან, შპს ,,ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტის” თანამშრომელია და ადმინისტრაციის მენეჯერის თანამდებობას იკავებს.
 
2017-2019 წლებში, იყო შპს ,,ენერგო არაგვი ინჟინერიას” ტოპოგრაფი. მის მოვალეობაში შედიოდა ტოპოგრაფიული/დაკვალვითი სამუშაოები და ნახაზების დამუშავება.
 
2017-2018 წლებში, პარალელურად, საქმიანობდა შპს ,,ჰიდრო ფაუერ ჯორჯიაში” და ,,ხადა ჰესის’’ ტოპოგრაფიულ სამუშაოებს ახორციელებდა.
 
მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის, ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დიპლომი.