top of page
WhatsApp Image 2022-10-10 at 11.10.18 AM.jpg

შპს ენერგია

შპს „ენერგია“ 2010 წელს დაარსდა. კომპანია, რომლის საქმიანობის სფეროს ჰესების მშენებლობა და ელექტროენერგიის გენერაცია წარმოადგენს, ფლობს ლარსის და შილდას ჰიდროელექტროსადგურებს.

 

ლარსის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ექსპლუატაციაში 2014 წელს შევიდა, საქართველო-რუსეთის საზღვრის ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე თერგზე მდებარეობს. დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 19,5 მგვტ-ია. 

შილდა ჰესი 2013 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. ჰიდროელექტროსადგური ყვარელში, მდინარე ჩელთზე მდებარეობს. დერივაციული ტიპის ჰესის დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ–ია, ხოლო წლიური გამომუშავება 30 მლნ კვტ/საათს შეადგენს.

bottom of page