ჩ ვენი გუნდი

მატა გორდეზიანი
პროექტების მენეჯერი
მატა გორდეზიანი GREDA-ს პროექტების მენეჯერია. GREDA-ში გადმოსვლამდე, 2 წლის განმავლობაში, მუშაობდა სს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილ კომპანიაში — „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“.
2019 წელს, მატა „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაცას“
სტაჟიორის როლში შეუერთდა. 6-თვიანი სტაჟირების გავლის შემდეგ კი, ჰიდროენერგო დეპარტამენტში სპეციალისტის პოზიციაზე დაინიშნა. მის მოვალეობაში 8 მცირე ჰესის ექსპლუატაციის საკითხების უზრუნველყოფა და ახალი პროექტების განხორციელება შედიოდა.
2021 წლის მარტიდან, მატამ GREDA-ს პროექტების კოორდინატორის პოზიცია დაიკავა.
მან 2020 წელს მიიღო მაგისტრის წოდება ჰიდროენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის განხრით. იგი ასევე ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, ბაკალავრის ხარისხის დიპლომს.
მაია მელიქიძე
აღმასრულებელი დირექტორი
მაია მელიქიძე GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე 2023 წლის აგვისტოდან შემოუერთდა.
2020-2024 წლებში მაია მელიქიძე ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციას (ERRA) ხელმძღვანელობდა და 2023 წელს ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს.
2017-2023 წლებში ქალბატონი მაია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წევრის თანამდებობას იკავებდა. მანამდე იგი მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მრჩევლის პოზიციაზე ეკონომიკურ საკითხებში. მაია მელიქიძეს ასევე აქვს კერძო სექტორში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Ernst & Young-ში, სს „საქართველოს ბანკსა“ და სს „ლიბერთი ბანკში.“
მაია მელიქიძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, ფლობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს გლობალურ სტრატეგიულ მენეჯმენტში. 2021 წელს მაიას მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი, სადისერტაციო ნაშრომის თემას განახლებადი ენერგიების, კერძოდ კი, მზის ენერგიის ბიზნესში გამოყენება წარმოადგენდა. ის არის მრავალი პუბლიკაციის ავტორი. პუბლიკაციების თემები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა განახლებადი ენერგიების გენერაცია, უტილიზაცია; მზის ენერგიის გამოყენება საქართველოს რეალობაში და სხვა.

ირინა ქომეთიანი
სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი
ირინა ქომეთიანი საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას 2023 წლის თებერვლიდან შემოურთდა.
მას აქვს ენერგეტიკის სფეროში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება, ირინა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მუშაობდა, მანამდე კი „მტკვარი ენერგეტიკასა“ და „კავკასუს ელექტრო მარკეტში“ პროექტების მართვის მენეჯერის პოზიციას იკავებდა, ასევე აქვს მუშაობის გამოცდილება საგანმანათლებლო პროექტებსა და კერძო სექტორში, კომუნიკაციის მიმართულებით.
ირინა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საზოგადოებრივი ურთიერთობის მაგისტრის ხარისხს ფლობს.


დავით გორგაძე
აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი
დავით გორგაძე საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას 2023 წლის იანვრიდან შემოუერთდა.
2021 წლის ივნისიდან 2022 წლის ოქტომბრამდე იგი მუშაობდა სს "საქკაბელში'' ჯერ ლაბორატორიის უფროსის თანაშემწის, შემდგომში ლაბორატორიის სპეციალისტის თანამდებობაზე.
დავითი სწავლობს "საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში", ენერგეტიკის ფაკულტეტზე, ამჟამად მაგისტრატურის პირველ კურსზე.
გარიკ თეიმურაზიანი
კვლევებისა და განვითარების მენეჯერი
გარიკ თეიმურაზიანი საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციას 2023 წლის აგვისტოში შემოურთდა.
განათლების მიღება დაიწყო 2017 წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, სადაც ჩაირიცხა ფინანსების საბაკალავრო პროგრამაზე. 2021 წელს ამავე უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა MBA პროგრამაზე, რომელიც წარმატებით დაასრულა.
გარიკს აქვს 6 წლიანი სამუშაო გამოცდილება განახლებადი ენერგიებისა, კვლევების, ანალიტიკისა და სტატეგიული მართვის მიმართულებით. მისი პორტფოლიო მოიცავს მუშაობას სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში/ორგანიზაციებთან, როგორებიცაა სემეკი, ERRA, EUMMAS და სხვა.
ამჟამად GREDA-ში მოღვაწეობის პარალელურად, იგი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს მასშტაბით.
გარიკს აქვს გამოქვეყნებული არაერთი სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში განახლებადი ენერგიებისა და ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით.


ლევან კოკაია
იურისტი
ლევან კოკაია საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას 2023 წლის ნოემბრიდან შემოუერთდა იურისტის პოზიციაზე.
მისი პრაქტიკის სფეროები მოიცავს ახალი საკანონმდებლო ინიციატივებისა და პოლიტიკის შემუშავებას განახლებადი ენერგიისა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში, ასევე ასოციაციის სრული იურიდიული მომსახურების უზრუნველყოფას. ლევანს აქვს 18 წლიანი გამოცდილება კერძო, არაკომერციულ და საჯარო სექტორში.
პარალელურად ლევანი მრავალმხრივ იურიდიულ მომსახურებას უწევს განახლებადი ენერგეტიკის ყველა ძირითადი მიმართულებით მომუშავე არაერთ კომპანიას, მათ შორის ელექტროსამონტაჟო, სამშენებლო და საპროექტო კომპანია „სალუდას“.
იგი 2013 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებსა და ატარებს ტრენინგებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში" (GIPA).
ლევანი არის 60-ზე მეტი სამეცნიერო და ანალიტიკური პუბლიკაციის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია ცნობილი პროფესიული სამეცნიერო ჟურნალებისა და მედია წყაროების მიერ.
მისი სპეციალიზაცია ფარავს: განახლებადი ენერგიების ადგილობრივ და საერთაშორისო სამართალს, ელექტროენერგიით ვაჭრობის, ხელოვნური ინტელექტისა და ენერგო პროექტების ფინანსირების სამართლებრივი რეგულირების საკითხებს, ბიზნეს სამართალს და კორპორაციულ მართავს.
ლევანი ფლობს „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" სამართლის მაგისტრისა (LLM) და „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის" საჯარო მმართველობის მაგისტრის (MPA) ორ აკადემიურ ხარისხს.
ხატია ბრეგვაძე
ადმინისტრაციის მენეჯერი
ხატია ბრეგვაძე ,,საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაში”, ადმინისტრაციის მენეჯერის პოზიციაზე, 2020 წლიდან მუშაობს.
პარალელურად, 2019 წლიდან, შპს ,,ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტის” თანამშრომელია და ადმინისტრაციის მენეჯერის თანამდებობას იკავებს.
2017-2019 წლებში, იყო შპს ,,ენერგო არაგვი ინჟინერიას” ტოპოგრაფი. მის მოვალეობაში შედიოდა ტოპოგრაფიული/დაკვალვითი სამუშაოები და ნახაზების დამუშავება.
2017-2018 წლებში, პარალელურად, საქმიანობდა შპს ,,ჰიდრო ფაუერ ჯორჯიაში” და ,,ხადა ჰესის’’ ტოპოგრაფიულ სამუშაოებს ახორციელებდა.
მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის, ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დიპლომი.

