ჩვენი მისია
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია — GREDA 2017 წლის 4 ოქტომბერს დაარსდა. ჩვენი ორგანიზაცია მიზნად ისახავს საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას, მის პოპულარიზაციასა და განახლებადი ენერგიის სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.
ჩვენ ვზრუნავთ საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრისთვის კონკურენტული და სამართლიანი წესების შემუშავებასა და სფეროს შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ზრდაზე.
აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად, GREDA აქტიურად თანამშრომლობს როგორც პროფილურ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაცებთან და საჯარო სექტორთან.
ასოციაციის ძირითადი საქმიანობა:
-
მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურების დეველოპერებისა და ინვესტორების ხელშეწყობა;
-
წყალსაცავიანი, კაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურების დეველოპერებისა და ინვესტორების ხელშეწყობა;
-
ქარის ელექტროსადგურების დეველოპერებისა და ინვესტორების ხელშეწყობა;
-
მზის ელექტროსადგურების დეველოპერებისა და ინვესტორების ხელშეწყობა;
-
სხვა ალტერნატიული ენერგორესურსების დეველოპერებისა და ინვესტორების ხელშეწყობა.