top of page

შპს ენერგო არაგვი

შპს “ენერგო არაგვი” ავსტრიულ-ქართული კომპანიაა, რომელიც მცირე ჰიდროელექტროსადგურებს - არაგვი ჰესს და არაგვი ჰესი 2-ს ფლობს და მართავს.

 

არაგვი ჰესი, რომელიც ყაზბეგის რაიონში, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, 2013 წლის შემოდგომაზე შევიდა ექსპლუატაციაში. მისი დადგმული სიმძლავრე 8.66 მგვტ-ია, ხოლო წლიური გამომუშავება – 45-50 მლნ კვტ.სთ. სადგური აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ევროპული დანადგარებით და მართვის სისტემებით. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 13,5 მლნ აშშ დოლარია. 

 

არაგვი ჰესი 2 ასევე ყაზბეგის რაიონში მდებარეობს. სადგური 2019 წელს შევიდა ექპლუატაციაში. მისი დადგმული სიმძლავრე 1.95 მგვტ-ია, ხოლო წლიური გამომუშავება - 12-13,5 მლნ კვტ.სთ. 

bottom of page