top of page
WhatsApp Image 2022-10-10 at 11.15.53 AM.jpg

შპს ფერი

„ფერის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს რთულ რელიეფურ პირობებში ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების, მილსადენების, გზების, ხიდების, გვირაბების, სხვადასხვა კონსტრუქციების, შენობა-ნაგებობების, საბაგიროების და სხვა ობიექტების მშენებლობა.

აღწერა

კომპანია წარმატებით ახორციელებს - საპროექტო სამუშაოებიდან დაწყებული ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარებით დასრულებული - მშენებლობის ყველა ეტაპს. 2007 წლიდან მოყოლებული კომპანიაში დაინერგა და დღემდე ეფექტიანად ფუნქციონირებს ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2015, რაც კომპანიამ ყველა ტიპის ინდუსტრიული და სამოქალაქო შენობებისთვის საინჟინრო და საოპერატორო სერვისების წარმატებით განხორციელებაში მიიღო. კომპანიაში ასევე წარმატებით ხორციელდება პროფესიული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა, რომელიც OHSAS 18001:2007 ყველა მოთხოვნას ზედმიწევნით ასრულებს. კომპანიაში დანერგილია გარემოს მართვის სისტემაც, რომელიც ISO 14001:2004-ის ყველა მოთხოვნას პასუხობს. „ფერი“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კვალიფიციურ კადრებს და კომპანიის გუნდის დიდი ნაწილი 27 წლიანი სამუშაო გამოცდილებით გამოირჩევა.

bottom of page