dan-meyers-aWrfP-P6CwI-unsplash.jpg
Line separator

საქართველოს ენერგოისტორია

მეფის რუსეთის პერიოდში საქართველოში ელექტროსადგურების, განსაკუთრებით ჰიდროსადგურების, მშენებლობას ყურადღება არ ექცეოდა. სულ აგებული იყო ცხრა მცირე ჰიდროელექტროსადგური, მათ შორის: საქართველოში აშენებული პირველი ჰესი ბორჯომჰესი, რომელიც წარმოადგენდა ერთ-ერთ უძველეს ჰესს მეფის რუსეთში, იგი გაშვებული იქნა ექსპლუატაციაში 1899 წლის 15 იანვარს, ბორჯომჰესის ექსპლუატაციაში გაშვებით საქართველომ, მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა, უდიდესი ნაბიჯი გადადგა ბუნებისა და გარემოსთვის უსაფრთხო, მწვანე ელექტრო ენერგიის გამომუშავებაში. მისი სიმძლავრე 60 კვტ-ს შეადგენდა, რაც დღეს, საშუალოდ, 12 ბინის მომარაგებას უდრის. ელექტროსადგურში მუშაობდა პელტონის ტიპის ორი ტურბინა, თითოეული 70 ცხენის ძალის სიმძლავრის. 1950 წელს კი ბორჯომის ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება შეწყვიტა.

ამჟამად „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დახმარებით, ბორჯომჰესის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ის ინდუსტრიულ მუზეუმად გადაკეთდება. ბორჯომჰესის მუზეუმში სამი შენობა შევა.

პირველი ცენტრალური შენობა მოეწყობა, როგორც ჰიდროელექტროსადგური და იქ ჰესის მუზეუმი განთავსდება. მეორე შენობა გამოფენებისა და საინფორმაციო ნაწილისათვის, ხოლო მესამე ადმინისტრაციული ნაწილისთვის იქნება დათმობილი. ბორჯომჰესის რესტავრაცია 2023 წელს დამთავრდება.

https://www.facebook.com/gredageorgia/posts/732311964133336

 

მეფის რუსეთის დროს აშენებულ ჰიდროელექტრო სადგურებში ასევე შედიოდა ბოლნისის ჰესი სიმძლავრით 60 ცხ.ძ (81,4 კვტ), გაგრის - 810 ცხ.ძ (1101,6 კვტ), ბიჭვინთის - 45 ცხ.ძ (61,2 კვტ), ახალი ათონის - 180 ცხ.ძ. (244,8 კვტ), ბესლეთის - 600 ცხ.ძ (816 კვტ), ახალქალაქის - 120 ცხ.ძ.(163,2 კვტ) და ორი პატარა ჰიდროელექტროსადგური აჭარაში.

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, სამწუხაროდ ეს პატარა ენერგომეურნეობაც წანილობრივ დაინგრა და განადგურდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს და ომის დამთავრების შემდეგ პერიოდში, მიუხედავად ყველა სიძნელისა, მცირე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა არ შეწყვეტილა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაიწყო როგორც შედარებით დიდი (ზემო ავჭალისა და რიონის ჰიდროელექტროსად-გურები), ასევე მცირე ჰესების მშენებლობა. 1928 წელს მდ. აბაშაზე აიგო 1700 კვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური. 1940 წლისათვის ქვეყანაში მოქმედი ელექტროსადგურების რიცხვმა 100-ს მიაღწია. განსაკუთებით ფართო ტემპით გაიშალა მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1963 წლისათვის მათი რიცხვი 250-ს შეადგენდა, 1970-იანი წლების ბოლოსთვის კი 400-ს.  ძირითადად ეს ჰიდროელექტროსადგურები აგებული იყო სასოფლო-სამეურნეო მომხმარებლების - კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების ლოკალური ენერგომომარაგებისათვის, აგრეთვე რაიონული ცენტრებისა და სოფლების, კურორტებისა და სხვა მომხმარებელთა ენერგომომარაგებისათვის, ექვემდებარებოდა სოფლის მეურნეობის, კომუნალური მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის, ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამინისტროებსა და სხვა უწყებებს.

1961 წელს ამიერკავკასიის ყველაზე დიდი ჰესის ენგურჰესის მშენებლობა დაიწყო. 17 წლის შემდეგ 1978 წელს ენგურჰესი ექსპლუატაციაში გაეშვა. მის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.

1978 წელს საქართველოში კიდევ ერთი დიდი წლიური რეგულირების ჰიდროელექტრო სადგური ჟინვალჰესი  გაეშვა ექსპლუატაციაში, სრულ სიმძლავრეზე, ანუ 130 მგვტ-ზე კი 1987 წელს ავიდა. ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი დღესაც მსოფლიოში მე-6 ყველაზე მაღალი დამბაა და მას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

დოკუმენტური ფილმი, ენგურჰესის შესახებ: https://www.youtube.com/watch?v=oaUnJdr-nbI

საქართველოში ამჟამად 99 რეგისტრირებული ჰესია ექსპლუატაციაში.  საერთო ჯამში საქართველოში 2001 წლიდან 2020 წლამდე 54 ჰესი აშენდა, აქედან 41 მცირე ხოლო 13 საშუალო ჰესია. საქართველოში მოქმედი 48 მცირე ჰესიდან.

საქართველოში 2001 წლიდან 2020 წლამდე აშენებული ჰესების ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით 2 მლრდ აშშ დოლარია, საერთო 1303 მგვტ დადგმული სიმძლავრით.