top of page
შპს აჭარ ენერჯი
შპს “აჭარ ენერჯი” აჭარის რეგიონში ფლობს და მართავს კირნათისა და ხელვაჩაური 1-ის ჰიდროელექტროსადგურებს.
კომპანიამ ენერგეტიკის სამინისტროსთან ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე 2012 წელს დაიწყო სადგურების მშენებლობა. ხელვაჩაური ჰესი 1, რომლის დადგმული სიმძლავრე 47.481 მგვტ-ია, 2017 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, ხოლო კირნათი ჰესი, დადგმული სიმძლავრით 51.251 მგვტ, 2018 წელს ამუშავდა.
2022 წლის აპრილში კომპანიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ზედა წევას ქარის ელექტროსადგურის განვითარების პროექტზე. შპს “აჭარ ენერჯი” ამჟამად აღნიშნული პროექტის ფარგლებში კვლევებს ახორციელებს.
bottom of page