top of page
WhatsApp Image 2021-10-29 at 15.35.49.jpeg

შპს აჭარისწყალი ჯორჯია

187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადი მოიცავს 178 მგვტ სიმძლავრის შუახევი ჰესს და 9 მგვტ სიმძლავრის სხალთა ჰესს. პროექტის მშენებლობა განახორციელა ქართულმა კომპანიამ ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ’.  

აღწერა

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 500 მილიონ დოლარს აჭარბებს.  შუახევი ჰესი ერთადერთი პროექტია ქართულ ენერგო სექტორში, რომელიც სამი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკისა(ADB)  და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის მიერ დაფინანსდა.  შუახევი ჰესის პროექტმა ქართულ ენერგო სექტორში შექმნა კორპორაციული სოციალურიპასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულისაგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული და ადგილობრივი თემების მხარდაჭერაზე ორიენტირებულისოციალური პროექტების განხორციელებით.  

GS Brokers 250-ზე მეტ კორპორატიულ კლიენტს ემსახურება, თანამშრომლობს ყველა წამყვან ქართულ სადაზღვევო კომპანიასთან და ასევე კლიენტებს წვდომას უხსნის მსოფლიოს გადაზღვევის ბაზრებზე. ეს ნიშნავს არა მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას, არამედ შესაძლებლობას, რისკებისთვის მოიძებნოს ის გადაწყვეტილებები და სადაზღვევო შესაძლებლობები, რომლებიც ხშირად ადგილობრივი ბაზრის ფარგლებს სცდება. სწორედ ამიტომ, კომპლექსური პროექტების შემთხვევაში, მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე პირდაპირ წვდომასა და იქ არსებულ გამოცდილებას, რასაც კომპანია უზრუნველყოფს. 

გამოგვყევი

 
 
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Youtube

©

 

 ყველა უფლება დაცულია | საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია | 2021

 
bottom of page