top of page
_DSC6044.jpg

Energy Week Black Sea

2021

 
 
WhatsApp Image 2021-10-06 at 14.50.06 (1).jpeg

28-30 სექტემებრს, ბუქარესტსა და რუმინეთში, ჰიბრიდულ ფორმატში, მაღალი დონის საინვესტიციო კონფერენცია Energy Week Black Sea გაიმართა.

​

Energy Week Black Sea- ზე საქართველოდან ერთ-ერთ სპიკერად GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი იყო წარმოდგენილი, რომელმაც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებსა და ჰიდრო პოტენციალზე ისაუბრა.

​

გიორგი აბრამიშვილმა პანელურ დისკუსიაზე ისეთი თემები განიხილა, როგორიცაა - საქართველოს საგადასახადო სისტემა, სახელმწიფო ენერგო პოლიტიკა, გენერაციის რესურსები, ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების პროგნოზი, ჰიდრო რესურსები, დაგეგმილი და განხორციელებული ჰესების პროექტები.

​

#EWBS აერთიანებს სამთავრობო უწყებებს, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო კომპანიებს, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და უცხოელ კერძო ინვესტორებს.

​

კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა ენერგეტიკის გარშემო არსებული საკითხები, განახლებადი ენერგიები, მწვანე წყალბადი, რეგიონალური ურთიერთკავშირები, ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები სხვა აქტუალური თემები.

გამოგვყევი

 
 
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Youtube

©

 

 ყველა უფლება დაცულია | საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია | 2021

 
bottom of page