კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH)
კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) დაფუძნდა 2015 წლის 25 აგვისტოს. CCEH-ის საქმიანობის მიზანია, საქართველოში განახორციელოს ინვესტირება მცირე ჰესების მშენებლობაში, კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის გზით.
აღწერა
კომპანიის საქმიანობა ხორციელდება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების IFC-ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების სრული დაცვით, ასევე საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად. CCEH-სთვის უმნიშვნელოვანესი ასპექტია, პროექტების არა მხოლოდ კაპიტალით უზრუნველყოფა, არამედ, მათი გამდიდრება ჰიდროელექტროსადგურების განვითარებასთან დაკავშირებული საერთაშორისოდ აღიარებული გამოცდილებით. კომპანიის მიზანია, გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვაში მიღწეული დადებითი შედეგების გაზიარება და საქართველოში ამ სისტემების პრაქტიკაში დამკვიდრება.
გუნდი
CCEH-ის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომელთაც გააჩნიათ გამოცდილება საინვესტიციო, ტექნიკური და გარემოსდაცვითი მიმართულებებით, მაღალი რანგის ჰიდროენერგეტიკოსებით და ინჟინრებით. გუნდის წევრების სამუშაო გამოცდილება ჰესების სფეროში საქმიანობის კუთხით საქართველოში და ასევე, მის ფარგლებს გარეთ, საშუალოდ 5-დან 20 წლამდეა. ფონდს პორტფელში აქვს როგორც დასრულებული, ასევე, მიმდინარე ჰიდროენერგეტიკული პროექტები.