top of page
WhatsApp Image 2023-01-24 at 3.27.33 PM.jpeg

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” მხარდაჭერით შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმაა. ცენტრი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის გააქტიურებას, ასევე შრომით ბაზარზე ეფექტურ ინტეგრაციაში დახმარებას.

 

GREDA-სა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმს, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციები ერთობლივად შეუწყობენ ხელს რეგიონში განახლებადი ენერგიის დარგში არსებული პროფესიების პოპულარიზებასა და პროფესიული განათლების განვითარებას.

 

მემორანდუმის ფარგლებში პირველ ეტაპზე ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში დაინერგება პროფესიული განათლების კურსი „მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი“, რომელზეც ჭიათურელი და ზესტაფონელი ახალგაზრდების მიღება გამოცხადდება.

GS Brokers 250-ზე მეტ კორპორატიულ კლიენტს ემსახურება, თანამშრომლობს ყველა წამყვან ქართულ სადაზღვევო კომპანიასთან და ასევე კლიენტებს წვდომას უხსნის მსოფლიოს გადაზღვევის ბაზრებზე. ეს ნიშნავს არა მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას, არამედ შესაძლებლობას, რისკებისთვის მოიძებნოს ის გადაწყვეტილებები და სადაზღვევო შესაძლებლობები, რომლებიც ხშირად ადგილობრივი ბაზრის ფარგლებს სცდება. სწორედ ამიტომ, კომპლექსური პროექტების შემთხვევაში, მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე პირდაპირ წვდომასა და იქ არსებულ გამოცდილებას, რასაც კომპანია უზრუნველყოფს. 

გამოგვყევი

 
 
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Youtube

©

 

 ყველა უფლება დაცულია | საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია | 2021

 
bottom of page