top of page
Bag_edited.jpg

სიმძლავრის პირველი აუქციონის შედეგების შეჯამება და კომუნიკაციის როლი ენერგეტიკაში

 
bag4.jpg

კონფერენცია “სიმძლავრის პირველი აუქციონის შედეგების შეჯამება და კომუნიკაციის როლი ენერგეტიკაში“ 

 

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით კონფერენცია “სიმძლავრის პირველი აუქციონის შედეგების შეჯამება და კომუნიკაციის როლი ენერგეტიკაში“ გაიმართა.

კონფერენციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

შეხვედრის ფარგლებში  სიმძლავრის პირველი აუქციონის  შედეგები შეაჯამეს და არსებული პროექტები და მემორანდუმები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში კომუნიკაციის როლსა და მნიშვნელობაზე, რაზეც დეტალურად ისაუბრა GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა.

 

CCEH-ის გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ბერძენიშვილმა დამსწრეებს გაუზიარა ბახვი ჰესის გამოცდილება დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის საკითხებში. ასევე, USAID-ის საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელმა, რობ ტეილორმა განახლებადი ენერგიების გენერაციის პროექტების განხორციელებისას, კომუნიკაციის მნიშვნელობის საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრა.

 

ღსანიშნავია, რომ შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ შეხვედრაში მონაწილე კომპანიები.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა განახლებადი ენერგიის მხარდამჭერი CFD მექანიზმის შედეგების შეჯამება და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის მნიშვნელობისა და როლის განხილვა.

 
 

bottom of page