top of page
2_edited_edited.jpg

,,ქალთა ჩართულობა 

ენერგეტიკაში''

 
3.jpg

USAID-სა და GREDA-ს ინიციატივით კონფერენცია

„ქალთა ჩართულობა ენერგეტიკაში“ გაიმართა 

17 თებერვალს USAID-სა და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ერთობლივი ინიციატივით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით გაიმართა კონფერენცია თემაზე „ქალთა ჩართულობა ენერგეტიკაში“.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ენერგეტიკის დარგში ქალთა ჩართულობის აქტუალიზებას; მომავალი სპეციალისტი ქალებისთვის დარგში არსებული ტენდენციების, სიახლეებისა და შესაძლებლობების გაცნობას; ენერგეტიკის დარგში მომუშავე, გადაწყვეტილების მიმღებ პირებში ცნობიერების ამაღლებას ქალთა ჩართულობასთან დაკავშირებით.

კონფერენციას ენერგეტიკისა და მომიჯნავე ფაკულტეტების სტუდენტი გოგონები, ასევე საჯარო და კერძო სექტორის, უნივერსიტეტების, გენდერის თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კონფერენციას მისასლმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, მისმა აღმატებულება, სალომე ზურაბიშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს ასევ სიტყვით მიმართეს USAID/საქართველოს მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დევიდ ჰოფმანმა, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგებს მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, მაია მელიქიძემ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა, USAID-ს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელმა რობერტ ტეილორმა. კონფერენცია დაფინანსებულია ამერიკელი ხალხის მიერ USAID-ის საშუალებით.
 

კონფერენციის მსვლელობისას ენერგეტიკის სფეროში დასაქმებულმა ქალმა პროფესიონალებმა ისაუბრეს სექტორში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. როგორც აღინიშნა, ენერგეტიკის დარგში ერთ-ერთი დიდი გამოწვევა კადრების დეფიციტია, რომელიც, მათ შორის, პროფესიული განათლების სასწავლებლების არარსებობას უკავშირდება. გასათვალისწინებელია ასევე დასაქმებულთა დემოგრაფიის საკითხი: მომდევნო 5 წელიწადში დარგში მომუშავე ადამიანთა 20% საპენსიო ასაკის იქნება, რაც კადრების დანაკლისს კიდევ უფრო გაამწვავებს.

„დარგში არსებულ კადრების დეფიციტთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ, ერთ-ერთი ეფექტიანი გადაწყვეტა შეიძლება, იყოს ენერგეტიკაში ქალთა მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა. საქსტატის მონაცემებით, დღეს საქართველოს ენერგეტიკაში ქალთა რაოდენობა დასაქმებულთა მთლიანი ოდენობის მხოლოდ 17% შეადგენს. გლობალურად ეს მაჩვენებელი 30-40%-ს აღწევს. საგულისხმოა ისიც, რომ დარგში დასაქმებულ ქალთა მხოლოდ 5% მუშაობს ე.წ. STEM-თან (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) დაკავშირებულ პოზიციებზე, მაშინ, როდესაც საერთაშორისო მაჩვენებელი 30%-ს აღწევს. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სტუდენტების ინფორმირებას დარგში არსებული შესაძლებლობებისა და დასაქმების თაობაზე,“- განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ირინა პეტრიაშვილმა.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სხვადასხვა უწყების ჩართულობა გადამწყვეტია შედეგის მისაღწევად. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია წარმატებულმა ლიდერებმა ერთობლივად მისცენ მეტი მოტივაცია ქალებსა და ეთნიკურ უმცირესობებს და წვლილი შეიტანონ კარიერული წინსვლის შესაძლებლობების გათანაბრებაში. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ ქალი ლიდერების წამყვან პოზიციებზე ყოფნა უფრო დიდი პროგრესის გარანტიაა” - რობ ტეილორი, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელი.

bottom of page