top of page
კომაროვი6_edited.jpg

შეხვედრა კომაროვის

სკოლის მოსწავლეებთან

 
კომაროვი3.jpg

USAID-ის და GREDA-ს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლას ვესტუმრეთ.

 

GREDA-ს პროექტის მენეჯერმა, ჰიდროენერგეტიკოსმა მატა გორდეზიანმა მოსწავლეებს ენერგეტიკის დარგში არსებული პროფესიები გააცნო.

 

სპეციალურ სტუმრებად “საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის” გენერალური დირექტორი ირინა მილორავა და “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილე ანი ჯანუყაშვილი გვყავდა მოწვეული. ირინა მილორავა უფროსკლასელებს ელექტროენერგიის გამომუშავებაზე ესაუბრა, რა გზას გადის წარმოებიდან მომხმარებლამდე და ამ პროცესის შესრულებისთვის რა პროფესიებია საჭირო. ასევე, მან ენერგეტიკული ბირჟის მუშაობის პრინციპები ახსნა. ანი ჯანუყაშვილმა განახლებადი ენერგიების პოტენციალი და უპირატესობები გააცნო მათ.

 

ათთვიანი საგანმანათლებლო პროექტი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში განახლებად ენერგიასა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას.

bottom of page