top of page
1.jpg

შეხვედრა გორის მე-12 და ქარელის

კეხიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

 
2_edited.jpg

USAID-ის „ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის“ და GREDA-ს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, გორის მე-12 და ქარელის კეხიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

GREDA-ს პროექტების მენეჯერმა, მატა გორდეზიანმა მათ განახლებადი ენერგიის უპირატესობები გააცნო. მოწვეულმა სტუმარმა, საქართველოს განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის ფინანსურმა დირექტორმა, ნუკა მშვიდობაძემ მოსწავლეებს ენერგეტიკაში სამომავლო დასაქმების და პროფესიული განვითარების პერსპექტივები გაუზიარა.

ათთვიანი პროექტის ფარგლებში, ასოციაცია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩაატარებს ლექციებს. პროექტი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში განახლებად ენერგიასა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას.

GS Brokers 250-ზე მეტ კორპორატიულ კლიენტს ემსახურება, თანამშრომლობს ყველა წამყვან ქართულ სადაზღვევო კომპანიასთან და ასევე კლიენტებს წვდომას უხსნის მსოფლიოს გადაზღვევის ბაზრებზე. ეს ნიშნავს არა მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას, არამედ შესაძლებლობას, რისკებისთვის მოიძებნოს ის გადაწყვეტილებები და სადაზღვევო შესაძლებლობები, რომლებიც ხშირად ადგილობრივი ბაზრის ფარგლებს სცდება. სწორედ ამიტომ, კომპლექსური პროექტების შემთხვევაში, მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე პირდაპირ წვდომასა და იქ არსებულ გამოცდილებას, რასაც კომპანია უზრუნველყოფს. 

გამოგვყევი

 
 
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Youtube

©

 

 ყველა უფლება დაცულია | საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია | 2021

 
bottom of page