USAID-ს და GREDA-ს ერთობლივი პროექტი – განათლებისა და ცნობიერების ამაღლების სამსახურში
USAID-ის და GREDA-ს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, 17 მარტს მწვანე სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.
GREDA-ს პროექტის მენეჯერმა, მატა გორდეზიანმა მოსწავლეებს ენერგეტიკის დარგში არსებული პროფესიები გააცნო, გარემოსდაცვითმა სპეციალისტმა სალომე მეფარიშვილმა გარემოს დაცვაში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სპეციალურმა სტუმრებმა საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიიდან, ფინანსურმა დირექტორმა ნუკა მშვიდობაძემ და პროექტის მენეჯერის მოადგილემ ეთერ ხინჩიგაშვილმა პირადი გამოცდილება გაუზიარეს მოსწავლეებს და სფეროში არსებული სიახლეები გააცნეს მათ.
ათთვიანი საგანმანათლებლო პროექტი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში განახლებად ენერგიასა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას.
პროექტის ფარგლებში დიდი ყურადღება დაეთმობა ასევე ტექნიკური საგნებით დაინტერესებული გოგონების ჩართულობას და მათ დაინტერესებას ენერგეტიკის სექტორში არსებული კარიერული შესაძლებლობებით.