GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაზე გიორგი აბრამიშვილმა ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენები და აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის ახალი რეალობა მიმოიხილა. ასევე მან საქართველოს ენერგეტიკულ სატრანზიტო პერსპექტივასა და იმ უნიკალურ შესაძლებლობაზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შემთხვევაში ეძლევა - გახდეს ევროპის ენერგეტიკული პარტნიორი. არსებული გამოწვევების ფონზე განახლებადი ენერგიის განსაკუთრებულ როლსა და საქართველოს განახლებადი ენერგიის მდიდარ პოტენციალს გაუსვა ხაზი.
ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ ქ. თბილისში გაიმართა, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის კვლევითი ორგანიზაციების, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.