
ბემონი ინჟინერია და მშენებლობა
კომპანია “ბემონი” 2017 წელს შეიქმნა და ის საქართველოში დარგის საუკეთესო სპეციალისტებს აერთიანებს. კომპანიის მიზანია ქვეყანაში ავაშენოთ და დავაპროექტოთ ინდუსტრიული და საინჟინრო ნაგებობები, ჰიდროელექტროსადგურები, მზისა და ქარის ელექტროსადგურები, მაღალი ძაბვის საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები.
გარდა ამისა, ბემონი უზრუნველყოფს გზებისა და გვირაბების განათებას და სრულ ელექტროფიცირებას.
მაღალი ძაბვის საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები ახლო მომავალში საქართველოს ენერგეტიკული სისტემის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი გახდება, რომლის საშუალებითაც მაგენერირებელი ობიექტების ენერგოსისტემასთან დაკავშირება მოხდება.
ბემონის გამოცდილი გუნდს სამეცნიერო და პრაქტიკულ-ტექნიკური ცოდნა ეხმარება ეს ყველაფერი მაქსიმალური სიზუსტით და პროფესიონალიზმით შეასრულოს და ქვეყნის სამშენებლო და საინჟინრო დარგში ხარისხის ახალი, უმაღლესი სტანდარტი დაამკვიდროს.