
Step Solar
2020 წლიდან Step Energy ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც განახლებადი ენერგიის სფეროში სანდო და გამოცდილ პარტნიორი.
კომპანიამ საქმიანობა დაიწყო მზის ენერგიის მიმართულებით და დღეს მომხმარებლებს სთავაზობს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს მზის ელექტროსადგურების, ელექტრო დამტენების, აკუმულაციის სისტემების და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებაში.
Step Energy გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციის მქონე, მრავალპროფილური გუნდის მიერ დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილებით და ღრმა ტექნიკური ცოდნით, რომელიც მოიცავს პროექტის განვითარების სრულ ციკლს — კონცეფციის ფორმირებიდან აღსრულებამდე. როგორც EPC კომპანია, Step Energy უზრუნველყოფს პროექტების განხორციელებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მაღალი ხარისხისა და ვადების მკაცრი კონტროლით.
Step Energy მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან, პარტნიორ კომპანიებთან და მიმწოდებლებთან. კომპანია არის მსოფლიოში მოწინავე ბრენდების: Sungrow-სა და Jinko Solar ოფიციალური დისტრიბუტორი და სერვისის მიმწოდებელი საქართველოსა და ამიერკავკასიაში. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ კომპანია უკვე საერთაშორისო ბაზრებზე გავიდა და პროექტებს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ახორციელებს.
კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი ინოვაციური და ტექნიკურად რთული პროექტი, რომლებიც შედარებით იშვიათია საქართველოში. მაგალითად მასშტაბური ქსელისგან დამოუკიდებელი მზის ელექტროსადგურები დამაგროვებელი სისტემებით. ეს გამოცდილება Step Energy-ს საშუალებას აძლევს ეფექტურად მართოს როგორც მცირე, ისე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტები და უზრუნველყოს მათი მაღალი პროდუქტიულობა, საიმედოობა და გრძელვადიანი ეკონომიკური ეფექტიანობა.
განახლებადი ენერგიის განვითარება წარმოადგენს აუცილებელ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო მომავლისკენ. კომპანიის საქმიანობა ეფუძნება პასუხისმგებლობას გარემოსა და საზოგადოებაზე, ხოლო თითოეული განხორციელებული პროექტი კი - საქართველოს მდგრადი ენერგეტიკული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.
