
GREDA-ს წევრთა შეხვედრა
2025 წლის 29 მაისს, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ (GREDA) წევრი კომპანიების მორიგი შეხვედრა გამართა. ღონისძიების მიზანი იყო დარგში მიმდინარე პროცესების განხილვა, სიახლეების გაზიარება და თანამშრომლობის პლატფორმის გაძლიერება.
შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა მნიშვნელოვანი პრეზენტაციები წარადგინეს:
-
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ელენე ღუბიანურმა, ისაუბრა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე;
-
OMNIA-ს წარმომადგენლებმა საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მდგრად განვითარებასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე გაამახვილეს ყურადღება;
-
Galt & Taggart-ის ენერგეტიკის სექტორის უფროსმა, მარიამ ჩახვაშვილმა, წარმოადგინა ანალიზი ელექტროენერგიის გენერაციისა და მოლოდინების შესახებ.
GREDA აგრძელებს ერთიანი პლატფორმის გაძლიერებას, რაც წევრებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ უახლეს ტენდენციებსა და რეგულაციურ ცვლილებებს, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და ჩამოაყალიბონ საერთო ხედვები სექტორის მდგრადი განვითარებისათვის.
ღონისძიება გაიმართა „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ (GIEC) მხარდაჭერით, რომელიც ფლობს მზისა და ჰიდროელექტრო სადგურებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
