top of page
gda green energy_edited.jpg

GDA Green Energy

GDA Green Energy 2020 წელს დაარსდა ენერგეტიკისა და ფინანსების რამდენიმე სპეციალისტის მიერ, რომლებსაც 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვთ განახლებადი ენერგიისა და კაპიტალის ბაზარზე, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. „GDA“-ში ჩვენ მტკიცედ გვჯერა განახლებადი ენერგიის მომავლის, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს როგორც წიაღისეული საწვავის ელექტროსადგურები, ასევე საბჭოთა ეპოქის ელექტროსადგურები. ამიტომ, ჩვენ ვეძებთ როგორც მწვანე, ასევე „ბრაუნფილდ“ პროექტებს, რომელთა განვითარებასაც დამოუკიდებლად ან ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევეცდებით. განახლებადი ენერგიის პროექტების შეფასებისა და შემუშავების დროს ეკოლოგიური და საზოგადოებრივი ზეგავლენა ჩვენს მთავარ პრიორიტეტად დარჩება.

GS Brokers 250-ზე მეტ კორპორატიულ კლიენტს ემსახურება, თანამშრომლობს ყველა წამყვან ქართულ სადაზღვევო კომპანიასთან და ასევე კლიენტებს წვდომას უხსნის მსოფლიოს გადაზღვევის ბაზრებზე. ეს ნიშნავს არა მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას, არამედ შესაძლებლობას, რისკებისთვის მოიძებნოს ის გადაწყვეტილებები და სადაზღვევო შესაძლებლობები, რომლებიც ხშირად ადგილობრივი ბაზრის ფარგლებს სცდება. სწორედ ამიტომ, კომპლექსური პროექტების შემთხვევაში, მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე პირდაპირ წვდომასა და იქ არსებულ გამოცდილებას, რასაც კომპანია უზრუნველყოფს. 

გამოგვყევი

 
 
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Youtube

©

 

 ყველა უფლება დაცულია | საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია | 2021

 
bottom of page