top of page
b3.jpg

მასწავლებლების გაძლიერება მწვანე მომავლისთვის

 
b9.jpg

28 მარტს, საგანმანათლებლო პროექტის „მასწავლებლების გაძლიერება მწვანე მომავლისთვის: განახლებადი ენერგია და გარემოსდაცვითი განათლება საქართველოს სკოლებსა და მუნიციპალიტეტებში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეტ უორდმა, სიტყვით მიმართა დამსწრეებს და განახლებადი ენერგიის მნიშვნელობასა და პროექტის გავლენაზე ისაუბრა.

სემინარებზე მიღებული ცოდნის საფუძველზე, მასწავლებლების მხარდაჭერით, მოსწავლეებმა 8 შთამბეჭდავი პრეზენტაცია წარმოადგინეს განახლებადი ენერგიის თემაზე. ჟიურის მიერ შერჩეულ სამ გამარჯვებულ სკოლას - ქუთაისის N24 საჯარო სკოლა, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქ. რუსთავის N5 საჯარო სკოლა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლა - ლეპტოპები გადაეცათ. 

 

ღონისძიება კიდევ უფრო განსაკუთრებული სიურპრიზით გაგრძელდა: სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, სადაც აღნიშნეს, რომ მათი სკოლა ჯერ კიდევ შეშის ღუმელით თბება. ამ პრობლემის გადაჭრის გზად სკოლის შენობაზე მზის პანელების დაყენება დაასახელეს. პრეზენტაციის დასასრულს, კომპანია Georgian Renewable Group-მა იყალთოს საჯარო სკოლას მზის პანელები გადასცა საჩუქრად.

პროექტი, რომელიც საქართველოს 10 რეგიონს მოიცავდა და განახლებადი ენერგიისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად, ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. 

გამოგვყევი

 
 
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Youtube

©

 

 ყველა უფლება დაცულია | საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია | 2021

 
bottom of page