top of page
3b.jpg

2023 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

2b_edited.jpg

წლის შემაჯამებელი ღონისძიება

GREDA ენერგეტიკის სადარაჯოზე - ასოციაციამ წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა.

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ 22 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ ღონისძიებას უმასპინძლა, რომელსაც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები და დარგის ძირითადი დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი აბრამიშვილმა მიმართა და მადლობა გადაუხადა მათ ერთობლივი ძალისხმევისთვის, რამაც ეს წელი განსაკუთრებულად ნაყოფიერი გახადა ასოციაციისთვის, მან ასევე ხაზი გაუსვა 2023 წელს მხარდაჭერის ახალი CFD მექანიზმის დანერგვის მნიშვნელობას, რომელმაც სექტორს ახალი პროექტების განვითარების შესაძლებლობა მისცა.

GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ მოწვეულ სტუმრებს ასოციაციის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა და ყურადღება სამ ძირითად მიმართულებაზე - საკანონმდებლო, საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო მიმართულებაზე გაამახვილა, რომელზეც ასოციაცია მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა. მაია მელიქიძემ მომავალი წლის გეგმებზეც ისაუბრა და მთავარ პრიორიტეტებად დარგის ადვოკატირება და განახლებადი ენერგიისა და გარემოსდაცვითი კუთხით ცნობიერების ამაღლება დაასახელა.

GREDA-ს შემაჯამებელი ღონისძიება კომპანიების - Huawei და Photomate მხარდაჭერით განხორციელდა.

bottom of page