top of page
ნახიდური ლოგო - სამუშაო-01.png

ნახიდური ჰესი

 შპს’’ ნახიდური ჰესი’’ ახორციელებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდ. ხრამზე 7,2 მგვტ დადგმული სიმძლავრის დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის (ნახიდური ჰესის) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტს მდ. ხრამზე ბოლნისის და თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტების საზღვარზე,  სოფ. ნახიდურის მიმდებარედ.

 

მდ. ხრამის მარცხენა სანაპირო შედის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ხოლო მარჯვენა სანაპირო ბოლნისის მუნიციპალიტეტში. მის შემადგენლობაში შედის: სათავე ნაგებობა, თევზსავალი, სადაწნეო მილსადენი, მიწისზედა ჰესის შენობა და გამყვანი არხი.  

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დღე-ღამური რეგულირების ტიპის ჰესის მოწყობა. სათავე კვანძის მოწყობა გათვალისწინებულია ზღვის დონიდან 445 მ ნიშნულზე, დაგეგმილია 18 მ სიმაღლის წყალსაშვიანი კაშხლის მოწყობა, აღნიშნული ჰიდროელექტროსადგური გამოიმუშავებს 51 მლნ კვ/სთ-ს, მშენებლობის ხანგრძლივობა შეადგენს 30 თვეს, პროექტის განხორციელების ინვესტიცია შეადგენს 16 მილიონ აშშ დოლარს.  პროექტი განხორციელდა "საქართველოს ბანკის" ხელშეწყობით.  

2026 წელს იგეგმება აღნიშნული ობიექტის დამთავრება და ექსპლუატაციაში გაშვება. საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული პროექტებისგან განსხვავებით, ნახიდური ჰესი რეგულირებადია და ვფიქრობთ მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული სისტემისათვის. 

GS Brokers 250-ზე მეტ კორპორატიულ კლიენტს ემსახურება, თანამშრომლობს ყველა წამყვან ქართულ სადაზღვევო კომპანიასთან და ასევე კლიენტებს წვდომას უხსნის მსოფლიოს გადაზღვევის ბაზრებზე. ეს ნიშნავს არა მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას, არამედ შესაძლებლობას, რისკებისთვის მოიძებნოს ის გადაწყვეტილებები და სადაზღვევო შესაძლებლობები, რომლებიც ხშირად ადგილობრივი ბაზრის ფარგლებს სცდება. სწორედ ამიტომ, კომპლექსური პროექტების შემთხვევაში, მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე პირდაპირ წვდომასა და იქ არსებულ გამოცდილებას, რასაც კომპანია უზრუნველყოფს. 

გამოგვყევი

 
 
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Youtube

©

 

 ყველა უფლება დაცულია | საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია | 2021

 
bottom of page